შეიძლება ევროპელებსაც ძალიან ბევრი რამ ვასწავლოთ - რიჟვაძე აქციის დარბევაზე

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ ამის საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით, თქვენ მოგიწევთ გეპატარავოთ ისა დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ. რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ არსებულ სიტუაციას, მათგან წამოსულ აგრესიაზე, შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ ამ მიმართულებით. როგორ გავცეთ პასუხი აგრესიაზე და ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი, ამის შესახებ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 18 აპრილს მედიასთან საუბრისას, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აგრესიას, რომელიც წამოვიდა პროტესტანტების მხრიდან გაეცა პროპორციული პასუხი.

„აგრესია, რომელიც იყო დაფიქსირებული გაეცა კანონის ფარგლებში პასუხი და ჩვენ ყველას ვასწავლით, როგორ უნდა იყოს გაცემული პასუხი აგრესიაზე, პროპორციული ძალის ფარგლებში. დაზიანდნენ ასევე სამართალდამცავები. თქვენ ნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ მოქმედებს პოლიცია. ჩვენ ვართ ნაწილი ევროპული ოჯახის. ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", -განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი რამდენიმე პირი, სპეცრაზმელებმა გამეტებით სცემეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა