სალომე ზურაბიშვილი: ღიად პრორუსული ძალა ხელისუფლების სათავეში დიდხანს ვერ დარჩება

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილნა CNN-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ღიად პრორუსული ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დიდხანს ვერ დარჩება.

„საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას ღიად პრორუსულ ძალას, დარჩეს ხელისუფლებაში, რადგან ეს იმ ეგზისტენციალური არჩევანის წინააღმდეგ არის, რომელსაც საქართველო საუკუნეების მანძილზე ყოველთვის აკეთებდა ეს არასდროს შეიცვლება.

მოსახლეობის დემონსტრაციების დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენ ევროკავშირთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ, რადგან წლის ბოლოს, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთი იწყებს ჰიბრიდულ სტრატეგიას და რასაკვირველია, ხელისუფლების დახმარებით ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ეს გზა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა