პოლიტიკური ძალადობა გახადა ნორმად რუსულმა ხელისუფლებამ - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკური ძალადობა გახადა უკვე ნორმად რუსულმა ხელისუფლებამ. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც და ბიძინა ივანიშვილსაც თუ ჰგონია, რომ იმავე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება ძალიან შემცდარა, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა დღეს, 18 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნება ხელისუფლების ხელით იქნება გამოძიებული და დასჯილი.

„ნაცემია „ლელო“-ს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია, ბატონ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ჩვენ ყველას გვახსოვს და მე ძალიან მაინტერესებს, რას თვლის ბატონო პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები აქ, რომ თავად დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხან ოპოზიციის დეპუტატებს და თვითონ დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პოლიციური უწყებები, რომ გაუსწორდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტს გარეთ? არავის არ ეშინია არანაირი ძალადობის და ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ძალადობის ყველა შემთხვევაზე, მათ შორის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“, -განაცხადა სამადაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა