როდის დატოვებს საპატიმროს ლაზარე გრიგორიადისი?

სულ ნახვები : 367
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლარზე გრიგორიადისი, რომელსაც სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების შემდგომ კვლავ საპატიმროში რჩება.

გრიგორიადისის უფლებადამცველის, ლიკა ბითაძის განცხადებით, თუ ხვალ არ იქნება გათავისუფლებული გრიგორიადისი პატიმრობიდან, ამ შემთხვევაში ისინი მოითხოვენ პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, რომ საქმე გადაგზავნილი იქნას სრულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რაც ამ დრომდეც უნდა მომხდარიყო.

„სასამართლოს განაჩენი მხარეს გადაეცემა ხუთი დღის ვადაში, მაგრამ მრავალტომიან საქმეებზე 14 დღის ვადაში. ლაზარე გრიგორიადისის საქმე როგორ შეაფასა სასამართლომ და რამდენად შეაფასა მრავალტომიანად ვერ გეტყვით, ოთხი პოლიციელის ნარატივი თუ ნიშნავს, რომ ეს მრავალტომიანია სასაცილოა ყველაფერი. ამიტომ განაჩენი ამ ეტაპისთვის მზად სასამართლოს არ აქვს. ამავე დროს პენიტენციურში არის გადაგზავნილი ცნობა, რა მიესაჯა ლარზე გრიგორიადისს და რა მუხლით და ა.შ. ახლა დარჩენილია ის მომენტი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღოს განაჩენი. აჭიანურებენ განზრახ ამ პროცესებს. დაცვის მხარე დაველოდებით ხვალამდე თუ არა და მივიღებთ შესაბამის ზომებს. კატეგორიულად მოვთხოვთ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ მთლიანად გადაუგზავნონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთლიანი საქმე“, -განაცხადა ბითაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა