„საზოგადოების მიერ მიუღებლობის გამოხატვა შედეგს აუცილებლად მოიტანს“ - შალვა შავგულიძე რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 82
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოების მიერ მიუღებლობის გამოხატვა შედეგს აუცილებლად მოიტანს, - განუცხადა  CNews-ს ოპოზიციონერმა  დეპუტატმა, იურისტმა შალვა შავგულიძემ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ.  

მისი თქმით, ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთიდან მიღებული დირექტივა  მკაცრია და ამდენად ძნელი სათქმელია, წაიღებს თუ არა ხელისუფლება პროტესტის შედეგად ამ კანონს უკან. 

„ძნელი სათქმელია, ამ კანონის უკან წაღება მოხდება რამდენიმე დღეში აქციებით, თუ ამას დასჭირდება გაცილებით დიდი ხნით ბრძოლა, ვერ ვიტყვი. ეტყობა რუსეთიდან დირექტივა, რომ ეს კანონი უნდა იყოს მიღებული, არის ძალიან მკაცრი, ამ დირექტივას დაექვემდებარა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის მაგალითად, ყირგიზეთი სულ ცოტა ხნის წინ და მიიღეს კანონი, როგორც ჩანს,  აქაც ასეთივე მკავრი მოთხოვნა, მაგრამ საზოგადოების მიერ მიუღებლობის გამოხატვა შედეგს აუცილებლად მოიტანს. თუ ეს პროიცესი  იქნება პრინციპული,  თანმიმდევრული, ამასთან  შეუქცევადი, შეიძლება ამას ცოტა ხანგრძლივი დროც დასჭირდეს, მაგრამ შედეგი გარდაუვლად მიღწევადია“, - განუცხადა CNews-ს  შავგულიძემ.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა