ვინც საქართველოს გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება” - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა და “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით, „ოცნება“ არ იმჩნევს ასი ათასობით ქუჩაში გამოსულ ადამიანს.

“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საერთოდ მოწყვეტილი არიან რეალობას.

ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ქუჩაში გამოსულ 100 000 მდე ადამიანს. თითქოს არ იმჩნევ და ვერ ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმკაცრეს განცხადებებს მათ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს არათუ არ იმჩნევენ, არამედ თითქოს გახარებულებიც არიან და მე მესმის მათი სიხარულის მიზეზი, ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინეს, 100 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან მაგრამ მინდა დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და პროტესტი იქნება ისეთი და იმ დროს, როგორსაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არა ივანიშვილი და ხელისუფლება. 

პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება” - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა