ივანიშვილი მათ იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის - ბოკუჩავა პოლიციაზე

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია და სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, ივანიშვილი მათ იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, - ამის შესახებ   საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე, ალეკო ელისაშვილის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი რაც ბოლო დღეებში მოხდა, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონს და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც  ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს,  სახელმწიფო სტრუქტურებს და ამ შემთხვევაში პოლიციას ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესს,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა