რუსული კანონისა და კვოტების გაუქმების წინააღმდეგ შაბათს „ქალების მარში“ გაიმართება

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შაბათს 20 აპრილს „ქალთა მარში“ გაიმართება, აქციის მონაწილეები რუსულ კანონსა და გენდერული კვოტების გაუქმებას გააპროტესტებენ   - ამის შესახებ ორგანიზმია საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  აქცია-მსვლელობა სახელწოდებით - “ქალები ვირჩევთ ევროპას”! 17:00 საათზე,  რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ  გადაინაცვლებენ, სადაც გაიმართება მიტინგი.

„ცხადია ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსულ კანონს რომლის მიზანია ყველას გაჩუმება და პირის ამოკერვა. ასევე, მოგეხსენებათ „გენდერული კვოტების გაუქმებას“ პრეზიდენტმა   დღეს დაადო ვეტო, ძალიან დიდი მადლობა ქ-ნ სალომეს ამისთვის, საქართველოში დღეს ძალიან ძნელია იყო ქალი პოლიტიკოსი“,   - განაცხადა პატარაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა