ჩვენ გუშინ ვიცავდით იდეას - შუშანა მაცაბერიძე

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამოქალაქო აქტივისტის და პარტია „დროა“-ს წევრის, შუშანა მაცაბერიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები გუშინ თავად იცავდნენ პარლამენტის შესასვლელებს, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ შესაძლო იყო სუს-ს პროვოკაცია მოეწყო.

მისი თქმით, სწორედ პროვოკაცია იმალებოდა იმ ყველაფრის უკან, რომ პოლიცია მოულოდნელად სრულიად გაქრა და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად გარე პერიმეტრზე დაცვის გარეშე დატოვეს.

„ჩვენ გუშინ ვიცავდით იდეას, იდეას იმის, რომ საქართველოს მოქალაქეების არიან მშვიდობიანად გამოსული, არიან კონსტრუქციულად გამოსული და ისინი იცავენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ იქ მყოფ მოქალაქეს არ ჰქონდა მიზნად დასახული, რომ იქ შეჭრილიყვნენ და ჩვენ იმიტომ არ ვიდექით, რომ რომელიმე მოქალაქე გაგვეჩერებინა, ჩვენ მანდ ვიდექით იმიტომ, რომ სუსი მოაწყობდა პროვოკაციას და მოიყვანდა ვინმეს, რომელიც ეცდებოდა იქ შეღწევას და ამის მერე დაიწყებოდა სასტიკი დარბევა. სპეციალური დანაყოფის ბიწებს, რომ უთხრა დებილი ხარო არ მოგაქცევენ ყურადღებას და გაგიღიმებენ, მაგრამ რომ უთხრა ხარებაა დებილიო შეიძლება გცემონ ჩაგკეტონ ციხეში და უბედურებას გიზამენ, რაც ვიხილეთ, ორი დღეა“, - განაცხადა მაცაბერიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა