რუსულ კანონს პარლამენტის წინ დღესაც გააპროტესტებენ

სულ ნახვები : 59
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოებრივი მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ დღეს, 18 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ისინი შეიკრიბებიან და არ დაიშლებიან მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი და არ გაიხმობს უკან ხელისუფლება „რუსულ კანონს“.

ორგანიზაცია „დაფიონი“ მოქალაქეებს პარლამენტთან 19:00 საათზე მისვლას სთხოვს, ხოლო „ჯიუტი“ აქციის დაწყების დროს 20:00 საათს ასახელებს.

ცნობისთვის, ე.წ. რუსული კანონი საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ, პირველი მოსმენით მიიღო, კანონის საბოლოოდ მისაღებად, წინ კიდევ ორი მოსმენაა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა