პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 19 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში შსს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით მივა.

გომელაურს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

სხდომაზე მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა