ეს არის ზუსტად რუსული, პუტინის სტილის ხელწერა - ირაკლი ნადირაძე ელისაშვილის ცემაზე

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ალეკო ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ ძალოვანი მაღალჩინოსნების თვალწინ, - განაცხადა ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, ეს არის ზუსტად რუსული, პუტინის სტილის ხელწერა.

„წარმოუდგენელი კადრები ვნახეთ,  ეს იყო ჯგუფური ძალადობა  ჩადენილი პოლიციელების მხრიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიმართ.  კადრებში სადაც ჩანდა, როგორ უსწორდებოდნენ მას ფიზიკურად. ეს ყველაფერი ხდებოდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ძალოვანი მაღალჩინოსნების თვალწინ, იქ იყვნენ ასევე ანზორ ჩუბინიძე,  ვაჟა სირაძე და სხვა მაღალჩინოსნები. ეს არის  ზუსტად რუსული, პუტინის სტილის ხელწერა. „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არ დასჯის, პირიქით, ბოლომდე ხელს დააფარებს და წაახალისებს მსგავსი ტიპის ფაქტებს“, -  განაცხადა ნადირაძემ.

ალეკო ელისაშვილს სამართალდამცველები აქციაზე გაუსწორდენ, დეპუტატის თქმით, მის მიმართ ძალა დაკავების შემდეგაც გამოიყენეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა