აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს არ გვჭირდებითო, მერამდენედ უნდა შეეტენონ? - მაჭარაშვილი

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო. მერამდენედ უნდა შეეტენონ? - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, განაცხადა.

„სამადაშვილი რომელი ევროპული ღირებულებაა? პარლამენტში თავისი ბოღმის ბუკეტით დადის. რა გააჩნია ევროპული ღირებულების, თავისი კოლეგები არ ესალმებიან. თუ შარვალჩახდილი „გირჩია“ ევროპული ღირებულება? მათი სახეა სისხლის დაღვრა და „სულს ამოგხდით“ მუქარა. საზოგადოებას მათი არ სჯერა. ყველაფერი ევროპული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო მიღწეული და ასეც იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 18 აპრილს ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი „სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას აცხადებენ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის, რათა ხალხთან ერთად ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა