ის დამნაშავე იყო და მას ბრალი მიუძღოდა უმძიმესი კატეგორიის დანაშაულში - ნინო წილოსანი გრიგორიადისზე

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ აქვს მნიშვნელობა როდის დატოვებს ეს ადამიანი საპყრობილეს, ის დამნაშავე იყო და მას ბრალი მიუძღოდა უმძიმესი კატეგორიის დანაშაულში, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გრიგორიადისისი მსგავსი დანაშაულის მქონდე პირებს ათავისუფლებს და ამით ახალისებს დანაშაულს.

„სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა წაახალისა ყველა შემდგომი მსგავსი ექსტრემისტული და აგრესიული აქტივობა, თუმცა ასევე ნათელია არის, რომ სახელმწიფო თავის ადგილას დგას, კანონები მუშაობს და სამართალდამცავის სისტემა დაიცავს უსაფრთხოებას და აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, თუ მსგავსი რაიმეს ჩადენას ვინმე გადაწყვეტს" - განაცხადა წილოსანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა