გომელაური ამ კითხვებს ვერ გაექცევა - ლილუაშვილი მომიტინგეების ცემაზე

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შს მინისტრი ამ კითხვებს ვერ გაექცევა და მოუწევს პასუხის გაცემა  - განაცხადა „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა აქციების დროს  პოლიციელების მხრიდან მომიტინგეების მისამართით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისივე  თქმით,  რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხები,  რასთან დაკავშირებითაც  ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის მოწვეული.

„ორი - სამი კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ გავიგოთ ფემიციდის ფაქტების შესახებ, [გვაინტერესებს] ამაზე რა პასუხი აქვს საერთოდ შსს-ს, მაგრამ ინტერპელაციის თემის მიუხედავად, შეუძლებელია დღეს შს მინისტრი ამ კითხვებს გაექცეს, თუ რატომ იყო არალეგიტიმური ქმედებები პოლიციელების მხრიდან კონკრეტული მომიტინგეების მისამართით. ამ კითხვებს მინისტრი ვერ გაექცევა და, რა თქმა უნდა, მოუწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა