„ოცნებაში“ განსხვავებული აზრის ქონა დანაშაულად ითვლება - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართულ ოცნებაში“ სინდისის სერიოზული ნაკლებობაა, განსხვავებული აზრის ქონა კი დანაშაულად ითვლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.  

მისივე  თქმით, ოცნება არ დგას ქვეყნის სამსახურში  და სწორად შეაფასა პრეზიდენტმა, რომ ეს ძალა  არის „ქართული კოშმარი“.

„როცა მტერს მოსწონს და მოყვარე გეუბნება, რომ "ასეთი რამ არ გააკეთო, თორემ მერე ვერ დაგეხმარები", უნდა დაფიქრდე სინდისიერი და საღი აზრის მქონე ადამიანი, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ პირველის სერიოზული ნაკლებობაც არის და საერთოდ, „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრის ქონა ითვლება დანაშაულად. ეს ხალხი არ დგას საქართველოს სამსახურში,  ეს უნდა ვიცოდეთ. ეს კანონი რატომ არის რუსული? აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან, საქართველოს ტოვებს პარტნიორების და მეგობრების გარეშე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა