ოპოზიცია შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შს მინისტრს და ზოგადად „ქართულ ოცნებას“ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც განვითარდა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მიმდებარედ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ამის შესახებ აქუბარდიამ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

„გამოვიყენებ ამ ტრიბუნას  და გთხოვდით, რომ მოცემულობაში, როდესაც უამრავი მშვიდობიანი მომიტინგე იყო არაპროპორციული საკმაოდ მძიმე პასუხის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, როდესაც ხდებოდა პროტესტი და როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორება დეპუტატ ელისაშვილის წინააღმდეგ, რაზეც ქართულ ოცნებას შეშფოთება არ გამოუხატავს, როგორც წინა ფაქტზე და ეს აყენებს თქვენს პასუხისმგებლობის საკითხსაც, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და რა არის ის მექანიზმი, რაც თითოეულ დეპუტატს და მშვიდობიან მოქალაქეს აძლევს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას, რაც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში.

აქ თქვენ გაქვთ უშუალოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მე მესმის რომ ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევის სურვილი და ფაქტები არის ხოლმე, მაგრამ თქვენ რამდენადაც აქ ხართ დღეს და რამდენადაც უმწვავესი არის არსებული ვითარება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, დღეს, 19 აპრილს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, შს  მინისტრია დაბარებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა