ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა- ვახტანგ გომელაური

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როცა 24 საათის განმავლობაში სენი ქვეყნის და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან, მართული მოქალაქეების მხრიდან ისმინო შეურაცხყოფები, - ამის შესახებ დღეს, 19 აპრილს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, მოთმინებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს აქციის მსვლელობის დროის, აქტივისტების შეურაცხყოფების ფონზე.

„ტელეეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციის მიმართ მოსაზრებები. ყველამ ნახა მათ გვერდით მდგომი, ცივი იარაღით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს და დაკავების პროცესში, ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს. ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და მას თითოეული მათგანი, ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს ესროლოს რაღაცა საგნები და სცადონ მათი ღირსების შელახვა.

ჩვენმა ბიჭებმა მითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ყველას.

მაშინ როცა 24 საათის განმავლობაში სენი ქვეყნის და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან, მართული მოქალაქეების მხრიდან ისმინო შეურაცხყოფები. თითოეული პოლიციელის მხრიდან დგას მათი ოჯახები და შვილები, მშობლები და დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოსმენა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა