უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც პოლიციელის ღირსებას შელახავს - ვახტანგ გომელაური

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელის ღირსებას შელახავს, -  ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 16-17 აპრილის აქციებისას პოლიციელებმა მოითმინეს  „ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან მართული  მოქალაქეების შეურაცხყოფები“.

მინისტრმა  მადლობა გადაუხადა პრემიერს, დეპუტატებს და ყველას, ვინც პოლიციელებს მხარს უჭერდა.

„ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ისევ  და ისევ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, მინდა კიდევ ერთხელ  მადლობა  გადავუხადო  ჩემს თანამშრომლებს,

აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უმკაცრესად დაისჯება  ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელის ღირსებას შელახავს. აქვე  მინდა გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრს და თქვენ,  ყველას,  ვინც მხარს უჭერდა პოლიციელებს იმ მძიმე ღამეს“, - განაცხადა გომელაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა