ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

73 მხარდამჭერი და 9 მოწინააღმდეგე - პარლამენტმა ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რითაც ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.

აღნიშნული კანონპროექტით საქართველო, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.

კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა