ოჯახში ძალადობა მარტო შსს-ს პრობლემა არ არის - თამარ კორძაია

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოჯახში ძალადობა, იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ მარტო შსს პრობლემა არ არის ეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად მოძალადეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, მოსამართლეები მათ ათავისუფლებენ.

კორძაიამ გომელაურს ურჩია, რომ ეს საკითხი განხილული იქნას მთავრობის სხდომაზე.

„მნიშვნელოვანი იყო, ახალი სტატისტიკის მოსმენა. მე მინდა გითხრათ, რომ სასამართლოში მიმდინარეობს ძალიან ბევრი საქმე და მოსამართლეები ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომებიც შსს-ს გამოძიების შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, აღკვეთის ღონისძიების სახოთ პატიმრობის მიუხედავად სასამართლო ათავისუფლებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები მთავრობის სხდომაზე იყოს დაყენებული, რამდენად თანამშრომლობთ სხვა სამინისტროები, რადგანაც მართლა მესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ შსს-ს საქმე", - განაცხადა კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა