შეიძლება, დაეცა - ბეჟან წაქაძე ელისაშვილის ცემაზე

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ ვიცი, გაარკვევენ, შეიძლება, დაეცა, შეიძლება, რაღაცა მოხდა, - ასე პასუხობს „ოცნების“ დეპუტატის ბეჟან წაქაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, მედიამ ის ფაქტი უნდა გააშუქოს, რომ ელისაშვილმა პარლამენტში თავად იძალადა.

„თუ არ  ემორჩილება, პოლიციას აქვს  უფლება ადეკვატური   ძალა გამოიყენოს და განარიდოს.

არ ვიცი, გაარკვევენ, შეიძლება დაეცა, შეიძლება რაღაცა მოხდა, ან არ მოდიოდა და  ამ ჯიკაობის დროს რაღაც მოხდა. ის რატომ არ გააშუქეთ, ალეკო ელისაშვილმა რა ჩაიდინა აქ?“, - განაცხადა წაქაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა