„რუსული კანონის“ შემობრუნების მიზანია, „ოცნებამ“ არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა არ დაუშვას - კელი დეგნანი

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას“ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა „რუსულ კანონზე“ საუბრისას.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ ხალხის ნების უგულებელყოფით პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.

ასევე, ელჩი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნებამ“ კონსტუტუციის 78-ე მუხლის შეცვლაზეც დაიწყოს მუშაობა.

„ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.

ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკვირდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ", - განაცხადა დეგნანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა