სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში - დიმიტრი ხუნდაძე

სულ ნახვები : 88
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შემოვიტანეთ. მან სრულიად უარგუმენტოდ ამ კანონპროექტს რუსული კანონი დაარქვა,  - ასე პასუხობს აშს-ის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს პარტია „ხახლის ძალის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, დეგნანი ამ კანონპროექტის ხელახალ შემოტანას, პირად გამოწვევად მიიჩნევს, თუმცა ეს არ არის გასაკვირი.

„კელი დეგნანმა ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს როცა შეძლო, აეგორებინა დეზინფორმაციული კამპანია და ეს კანონი გაწვეულიყო, ახლა კანონპროექტის ხელმეორედ შემოტანას ის პირად გამოწვევად იღებს და არ ერიდება, გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანობასთან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შემოვიტანეთ. მან სრულიად უარგუმენტოდ ამ კანონპროექტს რუსული კანონი დაარქვა. სიტყვა რუსული გამოიყენეს მოსახლეობის წინააღმდეგ ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად. რუსული ნამდვილად რთულად აღსაქმელია და სწორედ ეს გამოიყენეს, რათა ყველანაირი სიცრუე გადაეფარათ ამ ტერმინით და საზოგადოებაში ბრაზი გამოეწვიათ. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღემდე არავითარი არგუმენტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დღესაც იმავეს იმეორებენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ამას ამბობენ ქართულ კანონზე, რომელიც შინაარსობრივ თანხვედრაშია ევროპულთან. არ ერიდებიან იმასაც, რომ კანონს, რომელიც დასავლეთში არის დასავლური, ამას საქართველოში რუსული დაარქვან. ჩვენ იმ პირებისგან უკეთესის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ შინაარსობრივ მსჯელობაში შემოვლენ ან ობიექტურობას გაითვალისწინებენ. ისევ ცრუ კამპანიას აგორებენ. კელი დეგნანმა, როცა ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს შეძლო, აეგორებინა დეზინფორმაციული კამპანია და ეს კანონი გაწვეულიყო, ახლა კანონპროექტის ხელმეორედ შემოტანას ის პირად გამოწვევად იღებს და არ ერიდება, გააგრძელოს, პრაქტიკულად, უსამართლო ბრძოლა სამართლიანობასთან“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ ვერანაირად ვერ იქნება ეს კანონი ხელისშემშლელი ფაქტორი, საარჩევნო პროცესებში, უცხოურ სადამკვირვებლო მისიებთან მიმართებაში.

„სადამკვირვებლო მისიებს ეს კანონი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს. გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მაგალითად ISFED-მა, როდესაც გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები გამოაცხადა და ამით ლამის ბიძგი მისცა ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს. სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია არის დასავლური, ამერიკული ფულით დაფინანსებული და გამჭვირვალობის ხარისხი, მისი საჭიროება ასეთი შემთხვევების შემდეგ მეტად იზრდება. ცრუ კამპანიებს თავი დავანებოთ, ამ რეჟიმში არ აპირებს საქართველო ცხოვრებას. საქართველო დამოუკიდებელი და რეალურად სუვერენული ქვეყანაა. ეს სუვერენიტეტი დღეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ადის, როდესაც პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს გამჭვირვალედ. გამჭვირვალობა უნდა შეეხოს ყველას. მით უმეტეს მათ, ვინც, უცხოური დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს, განსაკუთრებით მათ, ვინც შემჩნეულია, რომ ქვეყანაში გამჭვირვალობაში ხშირად დესტრუქციულ სცენარებს ავითარებენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, კელი დეგნანის თქმით, რუსული კანონის მიღება, საქართველოში არჩევნების პროცესში სადამკვირვებლო მისიების მუშაობას შეუშლის ხელს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა