„თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს“ - გიორგი ვაშაძე გომელაურს

სულ ნახვები : 256
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თქვენ შს სამინისტროში შექმენით  სადამსჯელო ჯგუფები და ეს ჯგუფები ცემენ დეპუტატებს. თქვენ სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულებზე, რომელსაც პოლიციის მუნდირ ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე შს მინისტრის მისამართით განაცხადა.

„ყველა დაკავებული, ბოლო აქციების პირობებში, ამბობს, თქვენი დავალებით მათ პოლიციის წარმომადგენლები ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.

თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ რობოკოპების თუ სხვა უნიფორმებში  გამოცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამის არაერთი კადრია. აგებთ თუ არა პასუხს ამაზე?

თქვენ ერთი რამ გჭირთ, თქვენ  ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის  უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, თქვენ ხართ N1 რუსული კანონის მცველი საქართველოში და თქვენ უნდა აგოთ პასსუხი ამაზე აუცილებლად, ვერ გაექცევით ხალხს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში შს მინმისტრის ინტერპელაცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა