ენმ პარტია „საქართველოსთვის“ და „ახალი“-ს წინააღმდეგ „ოცნებასთან“ თანამშრომლობს

სულ ნახვები : 322
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზუგდიდის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გიგა ფარულავას გადაყენების შესახებ განაცხადი შეიტანეს, - ამის შესახებ დღეს,19 აპრილს პარტია „საქართველოსთვის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

CNews-ს შეეცადა აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გაერკვია, რისთვისაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალი"-ს ხელმძღვანელს, მაია კალანდია დაუკავშირდა.

კალანდიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ გახარიას პარტიის, არამედ პარტია „ახალი“-ს წინააღმდეგაც იბრძვიან.

„ზუგდიდში თანამდებობიდან გადაყენებაზე საკითხი შემოიტანა ოცნებამ, სავარაუდოდ დაამთხვიეს, რუსთავმა და ზუგდიდმა. გადაყენება ეხება არა მხოლოდ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს. ზუგდიდის საკრებულოში თავდებობას იკავებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, თავმჯდომარე  არის ბატონო გიგა ფარულავა, რომელმაც ამ საკითხზე ისაუბრა ბრიფინგზე, მას ჰყავს ორი მოადგილე, ერთ-ერთი არის მალხაზ თორია, ასევე „გახარია საქართველოსთვის“ წევრი და კომისიის ოთხი თავმჯდომარე, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ახალი“-ს წევრები გახდნენ. იმისთვის, რომ ეს ადამიანები გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან, „ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენლის ხმა, სხვაგვარად ვერ შეძლებენ ჩანაფიქრის განხორციელებას. ეს ღია თანამშრომლობაა, რადგანაც გადაყენებას სჭირდება ღია კენჭისყრა. აქ არის ღია და პირდაპირი თანამშრომლობა ენმ-სა და „ოცნებას“ შორის. „ოცნება“ ამბობს, რომ ისინი ვერ ასრულებდნენ ამომრჩევლის წინაშე არსებულ მოთხოვნებს და არ იცავდნენ ქალაქის ინტერესებსო. თამამად ვიტყვი, რომ ფრაქცია „ახალი“-ს წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, არც ერთი სხდომა არ გაუცდენიათ. ექვსი სხდომა ერთად გააცდინეს ენმ-ს წარმომადგენლებმა. ენმ-ს წევრებმა მოგვმართეს განცხადებით, რომ არაკანონიერად, წესდების დარღვევით დაარქვით ფრაქციას „ახალიო". ძალიან საეჭვოა ის გარემოება, რომ ოცნების და ენმ-ს განცხადებები უნისონში დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ ფრაქციისთვის სახელის დარქმევის ყველანაირი ბერკეტი გაგვაჩნდა. ზუგდიდში არის ასეთი სიტუაცია, ოცნების დეპუტატებმა, რომ გადააყენონ ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული დეპუტატები, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები და გახარიას პარტიის ორი წარმომადგენელი, სჭირდებათ ნაციონალების სამი ხმა, ამ სამი ხმის გარეშე, სქემას ვერ განახორციელებენ",- განუცხადა CNews-ს კალანდიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს პარალელურად, იმავე პროცესები მიმდინარეობს ქალაქ რუსთავის საკრებულოშიც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა