თქვენი სახით აქ დგას ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი - თინა ბოკუჩავა გომელაურს

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით ბატონო ვახტანგ არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი ,რომელიც მზად არის რუსული კანონის დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი,  - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს იმ ორგანიზაციების განადგურებას რუსული კანონით, რომლებიც მუშაობენ ქალთა ფემიციდის საკითხებზე.

„დღეს ბატონო ვახტანგ ,საქართველოს პარლამენტში მოწვეული ხართ ინტერპელაციის წესით და ჩვენ დღეს უნდა გვესაუბრა ფემიციდის უმძიმეს პრობლემაზე ,რომელიც მართლა ძალიან საგანგაშოა ,მაგრამ დღეს არ შეგვიძლია ვისაუბროთ  ამ თემაზე და არ შევეხოთ რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ,რომლის მიღებითაც ცდილობთ შეზღუდოთ სწორედ ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სწორედ ის სამოქალაქო ორგანიზაციები ,რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად ,რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და იბრძვიან ამ ქვეყანაში იმისთვის,რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობა.მაშინ, როდესაც სახელმწიფო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირ შემთხვევაში სრულიად უმოქმედოა და მაშინ, როდესაც, მათ შორის პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილი, რომელიც თავად არ ერიდება ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.ისევე,როგორც გენდერული საბჭო წილოსანის თავმჯდომარეობით ,რომელიც არასოდეს არ აკეთებს შესაბამის განცხადებებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. პარლამენტი, რომელიც დუმს და რომელიც სრულიად უმოქმედოა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში აუცილებელია ,რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმ მოვლენებზე რაც საზოგადოებამ იხილა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იმიტომ ,რომ დიახ ეს მათ შორის ქალთა უფლებებს ეხება .

დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით ბატონო ვახტანგ არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი ,რომელიც მზად არის რუსული კანონის დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი ,რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ „ომონს“ დიახ ,ეს ადამიანი დგას დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე. ივანიშვილის პარტიის დეპუტაციას დღეს აქ ძალიან გულზე მოგხვდათ ,როდესაც შეგახსენეთ რამ გამოიწვია პირველი ძალადობა ახალგაზრდების წინააღმდეგ 16 აპრილის ღამეს. პლენარული სხდომის დასრულებისას  თქვენი მალულად და მოღალატეობრივად  პარლამენტის შენობიდან გაპარების აუცილებლობამ .აი ამან გამოიწვია პირველი ძალადობა ახალგაზრდების წინააღმდეგ .ჩემი შეფასება არ მოგწონთ ? ბატონებო და ქალბატონებო ივანიშვილის პარტიიდან . მაშინ წაგიკითხავთ ერთ-ერთი სპორტული და სრულიად აპოლიტიკური კომენტატორის შეფასებას, რომელიც წერს  : „ 83 მონა მივიდა პარლამენტში და 83 -მა

მაგრამ ლევან კობიაშვილი ,სანიკიძე თუ კაჭარავა ხომ ყველამ ვიცით და ყველას გვემახსოვრება .არაფერია ამ ცხოვრებაში მუდმივი არც თანამდებობა ,არც პარლამენტში ყოფნა მითუმეტეს, ბატონებს სჩვევიათ მონების მარტივად მოშორება .გავა დრო და უსახო მონები რამენაირად გაძვრებიან სადმე, მაგრამ სახიან და სახელიან მონებს ძალიან გაგიჭირდებათ საზოგადოების აქეთ ჩვეულებრივ, უძალაუფლებო ნაწილში ცხოვრება. ეს არის სრულიად აპოლიტიკური სპორტული კომენტატორის შეფასება თქვენს შესახებ . მე კი მინდა იცოდეთ თითოეულმა თქვენგანმა, 83 -ვე ივანიშვილის პარტიის წევრმა, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს ,თქვენც ბატონო ვახტანგ ,როგორც ივანიშვილის მსახური და რაც მთავარია თავად ბიძინა ივანიშვილმა , რომ თქვენი დროებითი ძალაუფლებისგან განსხვავებით, იმ ადამიანების ძალაუფლება ,რომლებიც რუსთაველზე დგანან და რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათი ძალაუფლება, ქართველი ხალხის ძალაუფლება მარადიულია, მარადიულია ამ ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით.“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა