მათ ეშინიათ აქციებზე ლაზარეს გამოჩენის - თამთა კალანდაძე

სულ ნახვები : 260
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფიქრობენ, რომ ლაზარეს გამოჩენას აქციებზე, შესაძლოა, ძალიან დიდი მუხტი მოჰყვეს, -განუცხადა CNews-ს მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ.

მისი თქმით, მათ ეშინიათ აქციებზე ლაზარეს გამოჩენის.

„ასე, ჩვეულებრივად, საქმე გვაქვს მატყუარებთან, - ერთ უწყებაში გვატყუებენ, მივდივართ მეორეში -  გვატყუებენ, გვეუბნებიან, რომ საბუთები გადაგზავნილია პენიტენციური  დაწესებულებიდან, მაგრამ ირკვევა, რომ არ არის გადაგზავნილი. არის ასეთი ქაოსი, მაქსიმალურად წელავენ დროს, რადგან მოსამართლემ ითხოვა 14 დღე, ეს დრო გადის 26 აპრილს, სავარაუდოდ, უნდათ, რომ 26-მდე ლაზარე იქ იყოს. სავარაუდოდ, მათ ლაზარე და ახალგაზრდები აშინებთ, ფიქრობენ, რომ ლაზარეს გამოჩენას აქციებზე შესაძლოა ძალიან დიდი მუხტი მოყვეს, ამიტომ ცდილობენ  მაქსიმალურად დიდი ხნით დატოვონ საპყრობილეში“, -განუცხადა CNews-ს თამთა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა 12 აპრილს შეუფარდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდას  შეიწყალებს, თუმცა  შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც პრეზიდენტმა  ხელი უნდა მოაწეროს, ამ დრომდე არ ჩანს.   გროგორიადისის ადვოკატებს სასამართლოში უთხრეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მომზადებისთვის 14 დღე ითხოვა.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა