ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

სულ ნახვები : 51
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მათ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს.

მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი.

გამოცემის ცნობით, პოლიციის მესამე განყოფილებაში შესვლა სცადა დაკავებულის დედამ, მაგული ფუტკარაძემ – ის ცდილობდა შვილისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიეწოდებინა. მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს, სწორედ ამიტომ ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა