ყოფილი მეუღლე ენუქიძის დეკლარაციაში - დეპუტატის შეცდომა?!

სულ ნახვები : 409
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის, მეუღლემ, დეა მელაძემ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც „რუსული კანონი“  დაგმო.

მოგვიანებით დეა მელაძემ მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გოჩა ენუქიძეს 10 წელზე მეტია დაშორდა.

თუმცა, დეპუტატი დეკრალაციაში ოჯახის წევრების ჩამონათვალში დეა მელაძეს უთითებს - ბოლო დეკლარაცია ენუქიძემ 2023 წლის 22 ივნისს შეავსო.

„#არარუსულკანონს, #არარუსეთს

ამ ზარზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი, შესაბამისად განსჯის საგანიც ვერ იქნება“ ,- წერს დეა მელაძე.



მარიამ ხარებავა, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა