სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, უნივერსიტეტში არ შეუშვეს

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი სტუდენტი ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, თუმცა ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ შეუშვეს.

„ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი. პირველ კურსზე ვარ. არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ დროშებით. შეიძლება ასე მობმული არ მქონდა, მაგრამ დროშების ელემენტები დამქონდა. უბრალოდ ვაპირებდი [დროშით] ჯდომას, მეტი რაღა უნდა მექნა, ყველაფერი გაპროტესტებულია“, - ამბობს სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა