იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ზაზა ლომინაძეს წერილით მიმართავენ

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ წევრს და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა ლომინაძეს იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები წერილით მიმართავენ და შეხვედრას სთხოვენ მისთვის მისაღებ დროს.

როგორც წერილშია აღნიშნული, შეხვედრის მიზეზი „რუსული კანონია“, რომელსაც ხელმომწერები არ ეთანხმებიან და თვლიან, რომ კანონპროექტი პარლამენტმა უნდა გაიწვიოს.

„ბატონო ზაზა,

ჩვენ, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოვხატავთ სურვილს და საჭიროებას გაიმართოს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

შეხვედრის გამართვის ადგილად გთავაზობთ "ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს", რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის 69. რაც შეეხება თარიღს, შეგიძლიათ 23-27 აპრილის შუალედში თქვენთვის მისაღები დრო შემოგვთავაზოთ. მოგიწოდებთ, შეხვედრის შესახებ თქვენი მხრიდან დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 22 აპრილისა.

ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას.

ჩვენ იმერეთში, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი თქვენი მხრიდან არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და რომ თქვენ ჩვენი ინტერესები არ გაატარეთ.

მკაფიოდ გვსურს გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი და იგი უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან“ , - აღნიშნულია წერილში.

მიმართვის წერილის ავტორები:

  • სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG)
  • საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი"
  • მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD)
  • ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად" ( WAAT)
  • სამოქალაქო მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  • ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD)
  • საერთაშორისი გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობა
  • რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“
  • „განათლება და სამყარო“

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა