კაცმა თავი გადადო და ქვეყანას საშინელი რეჟიმი მოაშორა - ღარიბაშვილი ივანიშვილზე

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე და გადაყენებული პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის ქებას და კვლავ მადლობებს უხდის.

ღარიბაშვილის საქებარი სიტყვები არ იცვლება - კვლავ იმეორებს, რომ ივანიშვილი ქვემოქმედი და ქართველი ხალხის გადამრჩენელია.

„ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ჯიბიდან სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში. კაცმა თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა. გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისგან და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა და „ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. დღეს იქნებოდა ისევ ეს მანიაკი, თქვენი ლიდერი სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი გექნებოდათ, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა“, - ამბობს ღარიბაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა