ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთო ოპოზიციური ფრონტი ჩამოყალიბდეს - ვაშაძე

სულ ნახვები : 246
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„პირადად მე არათუ მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამის რეალიზება როგორმე მოხდეს“, -  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე თვლის, რომ ხელისუფლება შესაცვლელია და ყველამ ერთად უნდა შეცვალოს.

„პირადად მე არათუ მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამის რეალიზება როგორმე მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსული კანონი გავა პარლამენტიდან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის. ხელისუფლება შესაცვლელია და ხელისუფლება ყველამ ერთად, ერთიანი ძალით, დიდმა თუ პატარამ, პარტიულმა თუ უპარტიომ, საზოგადო მოღვაწემ, კულტურისა თუ სპორტის სფეროს წარმომადგენელმა ერთად უნდა შევცვალოთ. ამიტომ ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელები და წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, 19 აპრილს, განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა და ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო ოპოზიციურ სიას ნიშნავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა