დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის მთავარი შემადგენელი ნაწილია - მდინარაძე ახალგაზრდებზე

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძე ირმწუნება, რომ ახალგაზრდები ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს ებრძვიან.

„ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 78 წელს შეიცვალა ერთადერთი რამ „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს ოდნავ შეცვლილი და სამივე დატოვეს „ენა, მამული, სარწმუნოება“, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, ქართველმა ხალხმა მაშინაც მოახერხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობაო“ თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა