„ქალები ვირჩევთ ევროპას!“ - რესპუბლიკის მოედნიდან ქალთა მოძრაობის მსვლელობა დაიწყო

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქალები ვირჩევთ ევროპას!“ - ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედნიდან ქალთა მოძრაობის მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან და რუსული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ.

„ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!

რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ - ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს“, - აცხადებენ ორგანიზატორები

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა