„ქართული ოცნება“ არის უკიდურესად შეშინებული - სოფო ჯაფარიძე 29 აპრილის აქციაზე

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფაქტი არის ერთი, რომ „ქართული ოცნება“ არის უკიდურესად შეშინებული, ვხედავთ ყოველდღიურად მათი მხრიდან პროვოკაციებს, ეს ვნახეთ გუშინაც, - ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე CNews-თან საუბრისას, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ მასშტაბურ შეკრებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ.

ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ და რუსულ კანონს ქართველმა ხალხმა უთხრა არა.

„თუმცა რეალობა არის ერთი, ქართველი ხალხი განუდგა „ქართულ ოცნებას“ და უთხრა რუსულ კანონს არა! შესაბამისად „ქართული ოცნება“ ამ ბრძოლაში დამარცხებულია და ქართველი ხალხი არის გამარჯვებული. მათი მხრიდან ნებისმიერი ქმედება იქნება, სრულიად არაფრის მომცემი“, - განუცხადა ჯაფარიძემ CNews.

ცნობისთვის, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტის წინ მასშტაბურ შეკრებას აანონსებს, სადაც ის ადამიანები მივლენ, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. რუსულ კანონს.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა