გასულია გაღმა - გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 1,279
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, რომელიც მან CNews-თან საუბრისას გააკეთა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საერთო ოპოზიციურ სიაზე, არასერიოზულია.

მისივე თქმით, ის სააკაშვილს პოლიტიკურ სუბიექტად ვეღარ აღიქვამს და შესაბამისად მისი საკითხის კომენტირებაც არ სურს.

„არასერიოზულია, ეს კაცი გასულია გაღმა. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ პოლიტიკურ სუბიექტად მას ვერ აღვიქვამ და კომენტარის გაკეთებაც არ მინდა", - განუცხადა ხუხაშვილმა CNews.

ცნობისთვის, გასულ კვირას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბორდის შექმნის შესახებ, რომლის ხელმძღვანელიც იქნება თავად, ხოლო მისი მოადგილის თანამდებობას, სოფო ჯაფარიძე დაიკავებს.

გიგა გელხვიიძე, CNews.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა