როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმნა  ირტაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა  არ დამალა, რომ მისი  გაღიაზინება  კლუბის მიერ ე. წ. რუსული კანონის გაპროტესტებამ გამოიწვია.

"ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი" - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა