„ეს იყო ცრუ განგაში, იძიებენ, ვინ დგას ამის უკან“ - განათლების მინისტრი სკოლების მიმართ მუქარაზე

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ, თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები,  - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლებზე ტერაქტების თაობაზე „ტელეგრამით“ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, სასწავლო პროცესის გადადების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ტიპის ინფორმაცია ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ“ არხზე. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ყველა დასახელებულ სკოლაში, რომელიც მითითებული იყო ამა თუ იმ განცხადებაში, მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ ამის გადამოწმებას და არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ამ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, სწრაფად მიგვეწოდებინა სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია. არავითარი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები“, - განაცხადა ამილახვარმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა