ამ ქვეყანაში უპირისპირდებიან სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები, პრორუსულად მოაზროვნეებს - ლაშა დიაროვი

სულ ნახვები : 437
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის ნაცადი ხერხი, ეს გვინახავს თავისუფლების დაცვის მოტივით გამოსულ, გულანთებული ხალხის წინააღმდეგ ე.წ. კონტრაქციების ჩატარება, გვინახავს მოლდოვაში, უკრაინაში ეს არის იგივე ხელწერა, რუსული კაკებეშნიკური ხელწერა, რომ ვითომ დაანახონ ხალხს, საზოგადოებას, ევროპასაც, რომ მათ მხარესაც დგას გარკვეული ოდენობა ხალხის, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა დიაროვი, CNews-თან საუბრისას რუსთაველის გამზირზე (პარლამენტის წინ) 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას.

მისი თქმით, იმ აქციების მუხტს შორის, რომელიც ყოველ საღამოს იმართება რუსთაველზე და ივანიშვილის პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას შორის, ძალიან დიდი განსხვავება იქნება და ეს აურით შეიგრძნობა, რადგანაც ამ აქციაზე ადამიანები თავისი სურვილით, სწორი ღირებულებების დასაცავად მოდიან, ხოლო ივანიშვილის აქციაზე, ძალით მიჰყავთ ადამიანები.

„რეალურად უკვე ერთი კვირაა, თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდები თავისით, თვითონ ორგანიზებულად გამოდიან რუსთაველზე და აპროტესტებენ რუსულ კანონს. ეს აქციები არსად არ დაორგანიზებულა, ეს ადამიანები, ეს თაობა არის თავისუფლების მოყვარული, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, გამოდის რუსთაველზე ყოველ საღამოს და ატარებს მშვიდობიან, ძალიან სასიამოვნო აქციებს, ასეთი მუხტი და განწყობა ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და ვინც იქ მიდის ყველა გრძნობს ამ განსხვავებულ აურას. რას ითხოვენ ეს ადამიანები? ეს ადამიანები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს რუსული კანონი და ითხოვენ, რომ მათი მომავალი არის ევროკავშირში და უნდათ იარონ დასავლური გზით. უნდათ ევროკავშირი, უნდათ ევროპა და უნდათ დასავლეთი, ამისთვის აკეთებენ ყველაფერს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან თავის მიზანს.

რაც შეეხება ივანიშვილის პარტიის მიერ დაანონსებულ აქციას. ეს არის ნაცადი ხერხი, ეს გვინახავს თავისუფლების დაცვის მოტივით გამოსულ, გულანთებული ხალხის წინააღმდეგ ე.წ. კონტრაქციების ჩატარება, გვინახავს მოლდოვაში, უკრაინაში ეს არის იგივე ხელწერა, რუსული კაკებეშნიკური ხელწერა, რომ ვითომ დაანახონ ხალხს, საზოგადოებას, ევროპასაც, რომ მათ მხარესაც დგას გარკვეული ოდენობა ხალხის. ახლა მე გეტყვით რა მოხდება; ჩამოურეკავენ ესენი გამგეობებს, მერიებს დაავალებენ ყველას საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას. დარეკავენ სკოლებში და მასწავლებლებს გადააცმევენ პარტიულ ფორმებს, ბაღის ჩატებში ჩაწერენ და აიძულებენ აღმზრდელებს, რომ ამ აქციაზე წამოვიდნენ. განსხვავებულ აურას ეგრევე იგრძნობთ. იქნება ძალით მოყვანილი, ასაკში მყოფი ადამიანების აქცია, რომლებიც ასევე თანაუგრძნობენ ამ ახალგაზრდებს, უბრალოდ მათ გარკვეული პრობლემების გამო, სხვა გზა არ ექნებათ და მოვლენ დადგებიან ერთი საათით ძალით. ეს სტილი პირველად არ გამოუყენებია რუსეთს აქ და სხვა ქვეყნებშიც გვინახავს“, - განახადა მან.

მისივე თქმით, არანაირი თაობათა შორის დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის ღირებულებების დაპირისპირება, დასავლურის და პრორუსულის.

„რაც შეეხება დაპირისპირებას, არავინ არ წარმოაჩინოს ისე, რომ ერთი თაობა უპირისპირდება მეორეს. ამ ქვეყანაში უპირისპირდებიან დასავლურად მოაზროვნე, სწორი ღირებულების მქონე ადამიანები, პრორუსულ მონურად მოაზროვნე ადამიანებს. იქ მარტო ახალგაზრდები არ დგანან აქციებზე, ყველა თაობის წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირ გამოვლილი თაობაც ვნახე იქ, რადგანაც იმ თაობებშიც არიან ადამიანები, რომლებიც სწორად აზროვნებენ, შესაბამისად, ეს თაობებს შორის დაპირისპირება კი არ არის, ეს არის დასავლურად, სწორად მოაზროვნე ხალხსა და ქოცურად, რუსულად მოაზროვნე ხალხს შორის დაპირისპირება", - განაცხადა დიაროვმა CNews-თან საუბრისას.

ცნობისთვის, 29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წინ, დიდი შეკრება დააანონსა, რომელსაც როგორც თავად ამბობენ პარტიის მომხრეების მოთხოვნით მოხდა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა