მიხეილ სააკაშვილი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში - ლაშა ფარულავა

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი საუბრობს გაერთიანებაზე, ძალების გაფართოებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და ცხადია ჩვენ ვიზიარებთ მოცემულობას, არსებობს არა მხოლოდ რუსული კანონი, არსებობს რუსული ხელისუფლება, რომლის დამარცხებაც შეიძლება დიდი გაერთიანებით და სააკაშვილი სწორედ ამაზე საუბრობს და ამისკენ მოგვიწოდებს და ჩვენ ვართ ამ თვალსაზრისით გახსნილები, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რუსული კანონის უკან გაწვევა და შემდგომში რუსული ხელისუფლების დამარცხება, - ამის შესახებ CNews-თან ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ლაშა ფარულავამ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ბორდის ჩამოყალიბება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ყველაფერს.

„რუსული ხელისუფლების დამარცხება გადის გაერთიანებაზე საკითხების ირგვლივ. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გაერთიანებას საერთო პლატფორმებით, მნიშვნელოვანია გაერთიანება შევძლოთ სხვა მხრივ, რაც წინაპირობა იქნება დიდი გამარჯვების. მიხეილ სააკაშვილი ამ სულისკვეთებით საუბრობს გაერთიანებაზე და საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი მომენტია ახლა. მიმდინარეობდა საუბარი ბორდთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტად აქტიურად რომ ჩაერთოს ბორდის ამოქმედებაც ამას შეუწყობს ხელს. ჩვენც ცხადია ყველანაირად მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, პარტია მთლიანად ხელს შეუწყობს, თუმცა მნიშვნელოვანია გაერთიანება და ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სტატუსები და პრივილეგიები არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის გამარჯვება და რუსული ძალის დამარცხება“, - განაცხადა ფარულავამ CNews-თან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ენმ-ში უნდა შეიქმნას ბორდი, რომლის ხელმძღვანელიც იქნება თავად, ხოლო მისი მოადგილე სოფო ჯაფარიძე უნდა იყოს, მან ასევე წერილში ისაუბრა საერთო ოპოზიციურ სიაზე.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა