ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

სულ ნახვები : 257
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები - თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე  ჰყავს. ისინი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.

რაც შეეხება ირინე წაქაძეს, ის აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” - გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა