„ხელისუფლებას ისე გაუჭირდა, რომ საკუთარ თავს უტარებს აქციას“ - ნანა მალაშხია „ქართული ოცნების“ აქციაზე

სულ ნახვები : 198
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუმცა, რამდენი კონტრაქციაც და კონცერტიც არ უნდა ჩაატარონ, ქართულ ოცნებას აღარაფერი უშველის. სიმართლე თავისუფალი, გულწრფელი, პატრიოტი და მამაცი ახალგაზრდების, ხალხის მხარესაა, - ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში წერს.

მალაშხიას შეფასებით, ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმდენად მძიმეში, რომ საკუთარ თავს აქციას უტარებს.

„დღეს ხელისუფლებას ისე გაუჭირდა,  რომ საკუთარ თავს უტარებს აქციას. უკვე ნანახი გვაქვს ეს, გვახსოვს შედეგებიც   უახლესი წარსულიდან.

ქართული ოცნება, რომელიც დგას შიშზე, მორჩილებაზე და მოსყიდვაზე, ბოროტად იყენებდა და ახლაც გამოიყენებს პარტიულ და ადმინისტრაციულ რესურსს.

თუმცა, რამდენი კონტრაქციაც და კონცერტიც არ უნდა ჩაატარონ, ქართულ ოცნებას აღარაფერი უშველის. სიმართლე თავისუფალი, გულწრფელი, პატრიოტი და მამაცი ახალგაზრდების, ხალხის მხარესაა.

ერთობით ევროპისკენ !

არა რუსულ კანონს!

არა რუსულ ხელისუფლებას!“, - წერს მალაშხია.

ცნობისთვის, 29 აპრილს „ქართული ოცნება“ პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც ის ადამიანები მივლენ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა