აშშ კვლავ ღრმად არის შეშფოთებული, კანონი საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან - გილკრისტი

სულ ნახვები : 42
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს წარმომადგენელი, რობერტ გილკრისტი აცხადებს, რომ აშშ კვლავ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

როგორც ის აღნიშნავს, კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.

"რაც შეეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონს საქართველოში. აშშ-ი კვლავ არის ღრმად შეშფოთებული, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ეს კანონი საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან.

თანაბრად ვართ შეშფოთებულები იმ ფაქტით, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაცია აწვდიან"- თქვა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა