გამორიცხული არ არის, სულ მალე ევროკავშირის დელეგაცია ესტუმროს თბილისს - გიორგი რუხაძე

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გამორიცხული არ არის, სულ მალე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია ესტუმროს თბილისს, - ამის შესახებ ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გარკვევით განაცხადა, ევროკავშირის წევრობა და რუსული კანონი ერთად არ გამოვა. 

„ის რომ საქართველოს უნდა ევროკავშირის წევრობა და ეს კანონი ერთად, არ გამოვა. ეს მხოლოდ ბატონმა ბორელმა კი არ თქვა, შეხვედრა იყო ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და მათ გამოთქვეს ძალიან  სერიოზული შეშფოთება. გამორიცხული არ არის, სულ მალე  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციები ესტუმრება თბილისს, ან შესაძლოა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიხილოთ ბრიუსელში ახსნა-განმარტებისთვის“, -განაცხადა გიორგი რუხაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა