ალიევი: „აზერბაიჯანი და რუსეთი კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას დაიწყებენ“
სულ ნახვები :
191
...
აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას დაიწყებენ,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რკინიგზის ახალი მონაკვეთების აშენების აუცილებლობაა, რათა გაიზარდოს ტვირთების გადაზიდვა ზემოაღნიშნული დერეფნის გასწვრივ.
ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი არის რუსეთის ფედერაციის, ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის ერთობლივი პროექტი ევრაზიის ფარგლებში დაჩქარებული სავაჭრო გაცვლის მიზნით.