ხატია დეკანოიძის შეფასებით, ქვეყნის ევროპული კურსის შემაფერხებლებს სანქციები დაეკისრებათ

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელ უშლის დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები.

აღნიშნულის შესახებ დეკანოიძემ, ევროპარლამენტარების და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის, ჟოზეფ ბორელის განცხადების შემდგომ ისაუბრა, რომლებმაც კიდევ ერთხელ ცალსახად და მკაცრად გააკრიტიკეს ე.წ. რუსული კანონი.

„იყო ბორელის განცხადებაც, არაერთი ჩვენო საერთაშორისო პარტნიორის განცხადება იყო და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს მომავლის შესაძლებლობას და განვითარებას, ამ ადამიანებს დაეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობები", - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა