„ქართული ოცნების“ დაბრუნებული „რუსული კანონი“ - ევროპარლამენტის განხილვის მთავარი თემაა

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ მიერ დაბრუნებული და მეორედ ინიცირებული „რუსული კანონი“ -სწორედ ეს არის ევრპარლამენტში მთავარი განხილვის თემა.

ევროპელი პოლიტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ და მეტიც, მოქმედებაზე გადავიდნენ - ღიად აცხადებენ, რომ „რუსული კანონი“ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

დღეს, საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყებენ ევროპარლამენტარები მსჯელობას და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ აუხსნიან რატომ უნდა გაიწვიონ „რუსული კანონი“ უკან, თუ როგორ აზიანებს ქვეყანას და როგორ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაში.

ევროპარლამენტარები ორ დღეში რეზოლუციასაც გამოაქვყენებენ, რომელსაც, ბუნებრივია, გავლენა ექნება წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნაბიჯებზე.

რეზოლუცია გადაეცემა ევროსაბჭოს და ევროკომისიას - შედეგი კი ორ დღეში, ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა