ევროკავშირის განხილვის თემა გახდა, თუ როგორ შეაკავონ რუსული ხელისუფლება - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს ევროპულ დღის წესრიგს,  - ამის შესახებ  „ლელოს“ ერთ-ერთმა  ლიდერმა  სალომე  სამადაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები ნაცვლად იმისა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებებს განიხილავდნენ, უწევთ ხელისუფლების მიერ ევროპული წინსვლის შემაფერხებელ ნაბიჯებზე საუბარი.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა  მინისტრები უნდა მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ  რამდენად სწრაფად უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე საქართველოსთან, მაგრამ როდესაც ჩვენი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს ევროპულ დღის წესრიგს, ვხედავთ, რომ განხილვის თემა  ამის ნაცვლად არის ის, თუ როგორ შეაკავონ რუსული ხელისუფლება იმ ნაბიჯისგან, რომელიც შეუძლებელს გახდის  ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა  ჯოზეფ ბორელმა გარკვევით და არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული წინსვლა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება ერთდროულად შეუძლებელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა